აღწერა
სტანდარტი
გაიუმჯობესე გონებრივი ფუნქციები, აზროვნების სიჩქარე და მეხსიერება 1 დანამატით !
14 ბუნებრივი ინგრედიენტი უკეთესი გონებრივი ფუნქციებისთვის!
დღიური დოზა: 4 კაფსულა
გამოყენების წესი: დალიეთ 4 კაფსულა დილით (სასურველია უზმოზზე) წყალთან ერთად.
თუ გაქვთ წნევის პრობლემები, დაიწყეთ დალევა 2 კაფსულით და 1 კვირის შემდეგ გადადით სრულ დოზაზე.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ მიიღოთ დღის მეორე ნახევარში.
არ არის სასურველი ყავასთან ერთად მიღება პირველი 1 კვირის განმავლობაში. (გააკეთეთ 1 საათიანი შუალედი)
თუ გაქვთ პრობლემები საკვების მომნელებელ სისტემასთან მიმართებაში, მიიღეთ დანამატი კვების შემდეგ. (ასეთ შემთხვევაში კაფსულების უზმოზზე მიღება არ არის რეკომენდებული)
არ შეიძლება ორსულობის დროს.
გამოყენების წესი არასრულწლოვნებისთვის:
12-18 წელი: 2 კაფსულა დილით
6-12 წელი: 1 კაფსულა დილით
შენახვის წესები: შეინახეთ დანამატი მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (25 გრადუსამდე ტემპერატურაზე). საჭიროების შემთხვევაში შეინახეთ მაცივარში. დატოვეთ მოცემული პაკეტი ბოთლში გაუხსნელად .
ინგრედიენტები: ქოლინი (ქოლინის ბიტარტრატი), კრეატინ მონოჰიდრატი, მცენარეული კაფსულა (ცელულოზა/ბოჭკო), მაგნიუმი (მაგნიუმის გლიცინატი), L-ტიროზინი, ბაკოპა მონიერი (ბაკოპა მონიერის 4:1 ექსტრაქტი), კალიუმი (კალიუმის ქლორიდი), მშრალი კოფეინი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, მაგნიუმის სტეარატი, B3 ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა), D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი), B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი), B1 ვიტამინი (თიამინის მონონიტრატი), B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), B7 ვიტამინი (D-ბიოტინი)
წარმოებულია ევროკავშირში!
რამდენ ხანში მივიღებ შედეგს?
დანამატის ზოგიერთ ეფექტს პირველივე თვეში იგრძნობთ, ხოლო სრულ შედეგს უკვე 3 თვის თავზე
ვისთვის არის შექმნილი ეს დანამატი?
✔️ საქმიანი ადამიანებისთვის: ვისაც უნდა რომ მაქსიმალური შედეგი გამოწუროს თითოელი დღისგან, ვისაც სჭირდება რომ მთელი დღე იყოს მოწოდების სიმაღლეზე და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები.
✔️ სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის: ვისაც დროის მოკლე მონაკვეთში უწევს დიდი ინფორმაციის ათვისება, გაანალიზება და დამახსოვრება.
✔️ 45 წელს ზემოთ ადამიანებისთვის: ამ ასაკიდან იზრდება გონებრივი ფუნქციების დაქვეითების რისკი. გონების ოპტიმაიზერში შედის ინგრედიენტები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს გონებრივ ფუნქციებს, არამედ კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ახდენენ გონებრივი დაქვეითების პრევენციას
✔️ სპორტსმენებისთვის: ვისაც სჭირდება რომ მაქსიმალურად ფხიზლად იყოს, ვისაც სჭირდება სიტუაციის რამდენიმე წამში გააზრება და სწრაფი რეაგირება.
გარდა ამისა, ბონუსად დანამატში შემავალი რამდენიმე ინგრედიენტი, კუნთების გამართული მუშაობისთვისაც საჭიროა, როგორიც არის ქოლინი, კრეატინი, მაგნიუმი, კალიუმი და ა.შ.
✔️ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად აკლდება ძილი: ეს დანამატი უფრო გამოგაფხიზლებთ და დაგეხმარებათ რომ ნაკლებად იგრძნოთ უძილობით გამოწვეული გონებრივი შეფერხება.
✔️ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტი და უჭირს ერთ რაღაცაზე კონცენტრირდება: გონების ოპტიმაიზერი უკეთესად ფოკუსირებაში და აზრების მოკრებაში შეგიწყობთ ხელს.
როგორ მოქმედებს თითოეული ინგრედიენტი? (+ ადამიანებზე ჩატარებული კვლევები)
✅ ქოლინი: ვიტამინისებრი ნივთიერება, რომელიც საჭიროა გონებრივი ფუნქციებისთვის მთავარი ნეიროტრანსმიტერის საწარმოებლად, სახელად: აცეტილქოლინი. აცეტილქოლინი არის ნივთიერება, რისი საშუალებითაც გადაიცემა ტვინში ინფორმაცია, თქვენი აზრები და ფიქრები. ეს არის ნივთიერება რისი საშუალებითაც იმახსოვრებთ და იხსენებთ ინფორმაციას.
რაც უფრო ნაკლები ქოლინია ორგანიზმში, უფრო ნელა და შეფერხებით აზროვნებთ და მახსოვრობაც უფრო ცუდად მუშაობს. ადამიანების უმეტესობა ვერ იღებს საკმარის ქოლინს საკვებიდან.
2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ აჩვენა რომ ქოლინის მიღება აუმჯობესებს აზროვნების სიჩქარეს, მეხსიერებას, სწავლის ეფექტურობას, კონცენტრაციის უნარს, პრობლემების გადაჭრის სიჩქარეს და ა.შ.
2025 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც იღებენ საჭირო ოდენობით ქოლინს აქვთ უკეთესი გონებრივი უნარები და უფრო სწრაფად აანალიზებენ კომპლექსურ ინფორმაციას. ასევე მათ აქვთ 17%–დან 23%-მდე ნაკლები რისკი რომ განუვითარდეთ დემენცია.
ხოლო 2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასაკმარისი ქოლინის მიღება მჭიდროდ დაკავშირებულია ისეთი გონებრივი დაავადებების განვითარებასთან, როგორიც არის დემენცია და ალცჰაიმერი. მეორე მხრივ 2002 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ქოლინის მიღებამ მკვეთრად გააუმჯობესა ალცჰაიმერის სიმპტომები.
2012 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც მოიცავდა ასაკოვან ადამიანებს (70-74 წელი), აჩვენა რომ ადამიანებს რომლებსაც ჰქონდათ სისხლში ქოლინის მაღალი დონე, ყველა გონებრივ ტესტში მიიღეს ბევრად უკეთესი შედეგები ვიდრე მათ, ვისაც ჰქონდათ ქოლინის დაბალი დონე სისხლში.
დამატებითი კვლევები:
– 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2025 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევათა განხილვა
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევათა განხილვა (1)
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევათა განხილვა (2)
– 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2004 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევა
✅ ბაკოპა მონიერის ექსტრაქტი: მცენარის ექსტრაქტი, რომელიც უპირველესყოვლისა ხელს უწყობს და ზრდის უკვე ნახსენები აცეტილქოლინის სინთეზირებას ტვინში.
თუმცა ბაკოპა მონიერის მთავარი სარგებელი ისაა, რომ ანელებს აცეტილქოლინის დაშლას და უფრო დიდი დროის განმავლობაში ტოვებს აქტიურს, რისი წყალობითაც სასარგებლო ეფექტებს ახანგრძლივებს მთელი დღის განმავლობაში, ნაცვლად რამდენიმე საათიანი აქტიურობისა.
კვლევები:
– 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2001 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2008 წელს გამოქვეყნებული კვლევა (1)
– 2008 წელს გამოქვეყნებული კვლევა (2)
– 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევა
✅ კოფეინი და L – თიანინი: კოფეინი გაფხიზლებთ და გაძლევთ მეტ ენერგიას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როგორც წესი ეს ეფექტი დიდხანს არ გრძელდება, ხოლო L-თიანინი ასტაბილურებს კოფეინის მოქმედებას და ანაწილებს კოფეინის პოზიტიურ ეფექტებს დღის განმავლობაში.
გარდა ამისა L-თიანინი ააქტიურებს ტვინში ალფა ტალღებს, რაც პოზიტიურად მოქმედებს კონცენტრაციისა და სწავლის უნარზე. ასევე L-თიანინს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე, რისი გავლენითაც ამცირებს სტრესს.
2021 წელს გამოქვეყნებულმა კვლევათა შეჯამებამ აჩვენა რომ L-თიანინისა და კოფეინის კომბინაცია აუმჯობესებს ფოკუსირების უნარს, მეხსიერებას და ზოგადად გონებრივ ფუნქციებს.
დამატებითი კვლევები:
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა კოფეინისა და L-თიანინის კომბინაციაზე
– 2008 წელს გამოქვეყნებული კვლევა კოფეინისა და L-თიანინის კომბინაციაზე
– 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევა კოფეინისა და L-თიანინის კომბინაციაზე
– 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევა კოფეინისა და L-თიანინის კომბინაციაზე
– 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევა L-თიანინზე
– 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევა L-თიანინზე
– 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა L-თიანინზე
– 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა L-თიანინზე
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა L-თიანინზე
✅ კრეატინი: ორგანიზმს ეხმარება ორგანიზმს ენერგიის (ATP) ბევრად სწრაფ რეგენერაციასა და აღდგენაში, ნაცვლად სტანდარტული პროცესისა. კრეატინი ენერგიას უფრო სწრაფად და ეფექტურად აწვდის მათ შორის ტვინს, რაც გონებას აძლევს საშუალებას, რომ შეუფერხებლად იმუშავოს მაქსიმალური სიჩქარით, ენერგიის დანაკლისის გარეშე. პრაქტიკულად ტვინის სიმძლავრეს და გამტარუნარიანობას ზრდის კრეატინი.
ზოგადად ცნობილია, რომ ენერგია ყველაზე დიდი ოდენობით სჭირდება ტვინს, ენერგიის დაახლოებით 20%-ს მოიხმარს ტვინი, ხოლო კრეატინის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი არის სწრაფი და განახლებადი ენერგიის მიწოდება.
კვლევები:
– 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა
✅ მაგნიუმი და კალიუმი: ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალები ენერგიის საწარმოებლად. ასევე მაგნიუმი და კალიუმი ელექტრულად მუხტავს უჯრედებს და ნეირონებს, რისი საშუალებითაც ხდება უკვე ნახსენები ნეიროტრანსმიტერების და ინფორმაციის გადაცემა.
ორივე მინერალი საჭიროა ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინის საწარმოებლად, ასევე ორივე აფართოვებს სისხლძარღვებს, რისი საშუალებითაც ზრდის ტვინისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდებას.
გარდა ამისა, ტვინის 80% არის სითხე, რისი ბალანსის შენარჩუნებაც აუცილებელია კოგნიტური ფუნქციებისთვის. მაგნიუმი და კალიუმი არის სწორედ ის უმთავრესი მინერალები, რომლებიც ინარჩუნებელ სითხის ბალანსს ტვინში და მთლიანად ორგანიზმში. (მათ შორის სწორედ ამიტომ არის, რომ ცხელ ამინდში, როცა ოფლთან ერთად კარგავთ მაგნიუმსა და კალიუმს, ხშირად ამას თან ახლავს თავის ტკივილი და გაბრუება)
ასევე, მაგნიუმი და კალიუმი ამცირებენ ნეიროანთებით პროცესებს, რაც პოზიტიურად მოქმედებს გონებრივ ფუნქციებზე. ნეიროანთებითი პროცესები აფერხებს ნეირონების (ტვინის უჯრედების) ფუნქციონირებას და ზრდიან მათი დაზიანების რისკს. ნეიროანთებითი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, უძილობამ, ასაკის მატებამ და ა.შ.
კვლევები:
– 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევა
✅ B ვიტამინები (B1, B3, B6, B7, B12): საჭიროა სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, როგორიც არის იგივე აცეტილქოლინი, სერატონინი, დოპამინი და გაბა, რაც საჭიროა აზროვნებისთვის და იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ კარგად.
შემავალი B ვიტამინები აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, კონკრეტულად კი ნახშირწყლებისა და ცხიმის მეტაბოლიზებისთვის.
ასევე B ვიტამინები ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და იცავს ტვინის უჯრედებს ანუ ნეირონებს დაზიანებისგან. B ვიტამინები საჭიროა მიელინის სინთეზისთვის, რაც წარმოადგენს ნეირონების დამცავ გარსს და უზრუნველყოფს ნეიროტრანსმიტერების შეუფერხებელ გადაცემას, რაც თავისთავად ნიშნავს გონებრივი ფუნქციონირების ხელშეწყობას.
კვლევები:
– 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევათა შეჯამება
– 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევა
– 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევა
✅ D3 ვიტამინი: იცავს ნეირონებს დაზიანებისგან, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და საჭიროა ნეიროტრანსმიტერების საწარმოებლად.
✅ L – ტიროზინი: ამინო მჟავა, რომელიც არის დოპამინის პრეკურსორი და დოპამინის სინთეზისთვის არის საჭირო. დოპამინი თავისმხრივ პასუხისმგებელია თქვენს განწყობაზე და განწყობა თავისთავად ახდენს გავლენას აზროვნებაზე.
ეს 14 ტვინის მკვებავი ინგრედიენტი და რაც მთავარია მათი კომბინაცია არის საუკეთესო და უკონკურენტო საშუალება რომ თქვენი გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ, რაც უკვე ხელმისაწვდომია გონების ოპტიმაიზერის საშუალებით.

